გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

დრამატული მატჩი - ქართველების სლოვანი ბაზელთან პენალტების სერიაში დამარცხდა

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და პენალტების სერიაში შვეიცარიელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარა და 2:0 მოიგო. მეტოქე საწყის 45 წუთში უშანსოდ დატოვეს.

სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო თერთმეტეულში იმყოფებოდა.

ჩაკვეტაძეს მატჩში რამდენიმე გამორჩეული მომენტი ჰქონდა. პირველ ნახევარში მის წინააღმდეგ წესები ორჯერ დაარღვიეს. პირველ ეპიზოდში პენალტს ითხოვდნენ, მეორე მომენტი გაცილებით საკამათო იყო და დარღვევა აშკარად ჩანდა, თუმცა მსაჯმა პირიქით ქართველი დააჯარიმა.

მეორე ტაიმში ჩაკვეტაძეს ერთი დასამახსოვრებელი პასი ჰქონდა, სხვა მხრივ თავი არაფრით გამოუჩენია. ზოგადად, ბოლო მატჩებში „ჩაკვე“ არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. ვაისმა ის 72-ე წუთზე შეცვალა. კაშიამ და კანკავამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს.


მიმდინარე სეზონში „სლოვანი“ მატჩებს ძირითადად ბოლო წუთებზე დრამატულად იგებდა, ეს ბათუმში ჩვენც გამოვცადეთ... თუმცა ამჯერად „ბაზელმა“ 93-ე წუთზე გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. მასპინძელთა მეკარემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.


საბოლოოდ, 120 წუთი ფრედ დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „ბაზელი“ უფრო დამაჯერებელი იყო და 4:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ერთ ფუნდამენტურ რამეს ავლენს“ - დელ პიერო კვარაზე
„ეს ბიჭი ერთ ფუნდამენტურ რამეს ავლენს“ - დელ პიერო კვარაზე