ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

კვეკვესკირის გოლი და საგოლე პასი - ლეხი 1/4-ფინალშია

პოლონურმა პოზნანის „ლეხმა“ კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი დამაჯერებლად განვლო და შვედურ „დიურგარდენს“ ორი მატჩის ჯამში 5:0 მოუგო.

პოლონელებმა პირველი მატჩი შინ 2:0 მოიგეს, სტუმრად კი 3:0 და სასიამოვნოა, რომ ამაში თავისი წვლილი ნიკა კვეკვესკირმაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ნიკამ 91-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ზუსტად 1 წუთში კი საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩს წერტილი დაუსვა.

კვეკვესკირმა შეხვედრაში სულ 23 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო (შეფასება 8.4) მოთამაშედ დასახელდა.

გიორგი წიტაიშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველ უნივერსალს სიცხე აქვს და განაცხადს მიღმა დარჩა.

ლეხი მეორე პოლონური კლუბი გახდა, რომელმაც ევროტურნირების 1/4-ფინალურ ეტაპამდე მიაღწია. ბოლოს ეს ლეგიამ 1995/96 წლების სეზონში გააკეთა.

კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კვეკვესკირი და წიტაიშვილი მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია