მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

კიდევ 1 წლით რეალში - ბენზემა კონტრაქტს ახანგრძლივებს

კარიმ ბენზემას მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. ავტორიტეტული გამოცემა The Athletic ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ვეტერანი ფრანგი „სამეფო კლუბში“ კიდევ 1 წლით დარჩება. სულ მალე კარიმი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

დღევანდელ დღემდე, ბენზემას დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ამ საკითხზე არცერთი მხარე არ საუბრობდა. დღეს კი ყველაფერს ნათელი მოეფინა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა. ამის გამო კი მან ოქროს ბურთი მოიგო.

მიმდინარე სეზონში კი მას ტრავმები აწუხებს და სტატისტიკა ისეთი კარგი არ აქვს, როგორიც გასულ სეზონში. ბენზემამ ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ლიოვს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურს
BILD: ლიოვს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურს