ლივერპული, რეალი, ჩემპიონთა ლიგა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს“ - ანჩელოტი ლივერპულთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „რეალი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„პირველ 15 წუთში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. გუნდისთვის შეტყობინება ძალიან მარტივია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე კარგად, როგორც პირველ მატჩში. არაფრის გამოთვლას არ ვეცდებით. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.

პირველივე წუთიდან უდიდესი ენთუზიაზმი და ინტენსივობა უნდა გამოვიჩინოთ. სტადიონზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ. პირველ შეხვედრაზე ბევრი არ გვისაუბრია. უბრალოდ განვიხილეთ რა გამოგვივიდა კარგად და რა ცუდად. ვფიქრობ, ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, განსაკუთრებით შეტევაში.

5:2 არ გვაინტერესებს. გვინდა, რომ მაქსიმალურად შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ფეხბურთელებს კარგად ესმით ამ მატჩის მნიშვნელობა და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „რეალმა“ 5:2 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა“
„მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა“