ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, მოვსარ ევლოევი, რომან დოლიძე, ისრაელ ადესანია, ალექს პერეირა, მარვინ ვეტორი, ჯონ ჯონსი, სირილ განი
Aa
Aa

მერაბი vs იანი, ადესანია vs პერეირა, ვეტორისთან ჩხუბი - დოლიძემ ბევრ თემაზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ Metaratings.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა. „კავკასიელმა“ კომენტარი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე გააკეთა, მარვინ ვეტორისთან ჩანიშნულ ორთაბრძოლას შეეხო და საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაზე ილაპარაკა.

იანი VS დვალიშვილზე

„მერაბის გამარჯვებამ ძალიან გამახარა. მეგონა, რომ მოიგებდა და პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. დვალიშვილმა გვაჩვენა, რა შეუძლია და რაც მთავარია, ხუთივე რაუნდი თავის სტილში მოიგო. მერაბსა და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას ვულოცავ. პიოტრისგან რაიმე სახის საბრძოლო გეგმა არ მინახავს და მერაბისნაირ მეტოქეებთან გამკლავება ძალიან ძნელია. პროგნოზი დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბზე? რა თქმა უნდა, მერაბი გაიმარჯვებს. სტილისტური გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დვალიშვილი უპრობლემოდ მოიგებს. ომალი კარგი სტრაიკერია, მაგრამ მერაბის შეჩერება გაუჭირდება“.

მარვინ ვეტორიზე

„მარვინ ვეტორი ძალიან კარგი და მრავალმხრივი მებრძოლია, თუმცა, UFC-ში ყველა ასეთია. მასთან ჩხუბისთვის მზად ვარ და ყველაფერს დრო გვიჩვენებს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვეტორი ყველგან ერთნაირია. ის ყოველთვის წინ მიდის, დარტყმების კონკრეტული ტექნიკა აქვს და ბოლო ჩხუბებში, მის არსენალში სერიოზული ცვლილებები არ დამინახავს. ჰერმანსონთან ბრძოლის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევი გამოვიწვიე, მაგრამ მისგან და UFC-ისგან პასუხი არ მიმიღია და არ ველოდი, ვეტორისთან ჩხუბს ასე სწრაფად თუ ჩამინიშნავდნენ. ეს ჩემთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“.

ისრაელ ადესანიაზე და ალექს პერეირაზე

„ვფიქრობ, როგორც ადესანია, ისე პერეირა, ჩემთვის ხელსაყრელი მეტოქეები არიან, რადგან ჭიდაობაში და გრეპლინგში არანაირი პრობლემა არ მაქვს. ადესანია უფრო მრავალმხრივი მებრძოლია, მაგრამ ჩემპიონი ბევრად სახიფათოა. ორივე მათგანი მაღალი დონისაა და არ ვიცი, მათ ბრძოლაში რა მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ადესანია სამივე ჩხუბს იგებდა და სამივეჯერ დაანოკაუტეს, არ გამოვრიცხავ, იგივე მოხდეს, თუმცა, უპირატესობას მაინც იზის ვანიჭებ“.

ილია თოფურია VS მოვსარ ევლოევზე

„ილია მრავალმხრივი მებრძოლია და ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. მოვსარი ძლიერი დარტყმით არ გამოირჩევა, მაგრამ მაგრად ჭიდაობს, თუმცა ბოლო ბრძოლაში, თოფურიამ მაღალი დონის მოჭიდავე დაამარცხა. ბრაის მიტჩელი არასდროს ჩერდება და მის წინააღმდეგ მუშაობა ურთულესია. გამომდინარე აქედან, მგონია, რომ ილიას მოგების ბევრად მეტი შანსი აქვს“.

ჯონ ჯონსზე და სირილ განზე

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯონსი იჭიდავებდა და მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა, რადგან სტილისტურად განსხვავებულ მებრძოლებზე ვსაუბრობთ. მეგონა, ჯონსი გრაუნდ ენდ პაუნდით მოიგებდა, მაგრამ მახრჩობელა ილეთიც კარგად გამოიყენა. განმა ბრძოლის მიმდინარეობაზე სათანადო რეაქცია ვერ მოახდინა და მისი მარცხი ამან გამოიწვია“.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის დაპირისპირება UFC 285-ის ეგიდით გაიმართება და თბილისის დროით, 01:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან