მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ნიკიტა კრილოვი
Aa
Aa

იანმა მერაბთან ტრავმირებულმა იჩხუბა | რას ამბობს რუსი მებრძოლი

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ნიკიტა კრილოვმა, რომელიც უკრაინაშია დაბადებული, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა აქვს, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. კრილოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ იანმა „მანქანის“ წინააღმდეგ ტრავმირებულმა იჩხუბა.

„მე და პიოტრს სავარჯიშოდ საერთო ოთახი გვქონდა და ისე ხდებოდა, რომ ყოველთვის ერთდროულად ვვარჯიშობდით. ვხედავდი, რომ მას ფეხის პრობლემები ჰქონდა. იანს მასაჟებს უკეთებდნენ და მერაბის ორი ლოუ-ქიქის შემდეგ, ფეხი საერთოდ გაუჩერდა და სპაზმები დაეწყო. ამან მის წაგებაში დიდი როლი ითამაშა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსმა მებრძოლმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიგვანიშნა, რომ მერაბთან ჩხუბამდე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. იანმა თქვა, რომ ოქტაგონზე გასასვლელად ფიზიოთერაპია დასჭირდა და ორთაბრძოლისას გადაადგილება და დარტყმების განხორციელება უჭირდა.

ცნობისთვის, იანთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მერაბისთვის ეს საუკეთესო შედეგია და მან შონ ომალი ჩამოიტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან