საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველო საბერძნეთთან დამარცხდა

წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება, სადაც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს.

დღეს, „ჩვენებურები“ სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით 7:17 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ უკლებლივ ყველა მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს. 3:2, 6:1, 3:2, 5:2.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 4 მატჩი აქვს გამართული და აქედან მხოლოდ 1 მოიგო. ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიას 13:12 მოუგო, სატურნირო ცხრილში კი 3 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები