სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

სანდრო ბაზაძე FIE-ს: ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE), რუს და ბელარუს სპორტსმენებს მათი ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა.

10 მარტს, რიგგარეშე კონგრესზე 89 მომხრე და 46 წინააღმდეგი, გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ძალაში 2023 წლის აპრილიდან შევა.

FIE-ს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გამონაკლისი არც საქართველოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყო, რომელმაც ამ მოვლენას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა და FIE გააკრიტიკა.

„უბრალოდ მინდა ვიცოდე, ნუთუ ასეთი უსამართლოა მსოფლიო? თქვენ ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ. მაშინ, როდესაც უდანაშაულო ბავშვები და ადამიანები იღუპებიან, ამ გადაწყვეტილებებს ასე მარტივად იღებთ? ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ და ამას არ დავუშვებთ. ოლგა ხარლანისა და ყველა უკრაინელი მოფარიკავის გვერდით ვარ“.

- წერს სანდრო ბაზაძე.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუს მაგარი მატჩი - 11 ქულა და გადამწყვეტი სამქულიანი
მამუს მაგარი მატჩი - 11 ქულა და გადამწყვეტი სამქულიანი