ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

რეალი ჰოლანდს მიუბრუნდა - ბენზემას შემცვლელი?

მადრიდის „რეალი“ ერლინგ ჰოლანდის შეძენაზე კვლავ ფიქრობს და ზაფხულში შესაძლოა ნორვეგიელის ტრანსფერს მიუბრუნდნენ.

The Independent-ის ცნობით, მადრიდელები თავდამსხმელის შეძენას 2023 წლის ზაფხულში განიხილავენ. გარიგებით პირადად ფლორენტინო პერესია დაინტერესებული. მბაპეს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ის ცდილობს ბენზემას შემცვლელი იპოვოს და ასეთად ნორვეგიელი ესახება.

ამ მომენტისთვის ჰოლანდი „სიტიში“ ბედნიერია და გარემოს შეცვლას არ გეგმავს, თუმცა „ქალაქელთა“ ირგვლივ არსებული ფინანსური სკანდალი „რეალს“ შანსებს აძლევს, რომ მისთვის იბრძოლოს.

მოსალოდნელი იყო, რომ „რეალი“ ჰოლანდის საკითხს 2024 წლამდე გადადებდა, თუმცა კლუბში ცვლილებების საჭიროებას ხედავენ და მოქმედების დაწყებას სეზონის დასრულებისთანავე აპირებენ.

მადრიდელები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ფავორიტები არიან „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლაში. მხარეებს შორის უკვე არაერთი შეხვედრა შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ მეპასეები - კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა
მსოფლიოს ტოპ მეპასეები - კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა