ლობჟანიძის 41-მატჩიანი უგოლო სერია MLS-ში | სასტარტოში ადგილი დაკარგა
MLS-ში ატლანტა იუნაიტედი შინ ნეშვილთან 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე საბა ლობჟანიძე იჯდა, 74-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, შეტევაში მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია.დამატებულ წუთზე საბამ შეტევაში თამაშისას მეტოქის ნახევარზე ორთაბრძოლა დათმო, ნეშვილის სწრაფი კონტრშეტევა ვერავინ შეაჩერა და გოლი გავიდა.
2024 წლის 20 ოქტომბერს საბამ ორლანდოს გაუტანა, მას შემდეგ MLS-ში გოლი არ გაუტანია, მისი უგოლო სერია 41-მატჩიანია.
2025 წლის სეზონში სასტარტო 11-ში ხშირად ხვდებოდა, 33 მატჩში 7 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მთავარ მწვრთნელად არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილი თავკაცი ტატა მარტინო დაუნიშნეს, საბა 8-დან სამ მატჩში სასტარტოში იყო, ხუთ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა, არგენტინელი სპეციალისტი ქართველს დიდ ნდობას არ უცხადებს.