იუვენტუსი, ფრაიბურგი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

“არ ვიცი პოგბა ითამაშებს, თუ არა“ - ალეგრი ფრაიბურგთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

ალეგრი:

„მინდა ხვალ ჩემი გუნდი პოზიტიურ განწყობაზე ვიხილო. ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მეორე მატჩის წინ, იმის თქმის საფუძველი გვქონდეს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა რეალურია. ჩვენი მოწინააღმდეგე ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგი დაცვა ჰყავს. ნათელია, რომ ანხელ დი მარია დიდებული ფეხბურთელია. კარიერის განმავლობაში მან უამრავი ტიტული მოიგო და „იუვენტუსისთვის“ დიდებულ სამუშაოს ასრულებს.

ანხელი, რა თქმა უნდა, პირველივე წუთებიდან ითამაშებს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაზე არ ჩამოვყალიბებულვარ. ასევე უნდა ვიფიქრო პოლ პოგბაზე. ის გამოჯანმრთელდა და ხელმისაწვდომია, თუმცა არ ვიცი ითამაშებს, თუ არა. ვლაჰოვიჩის ფორმით კმაყოფილი ვარ. მისი იმედი ყოველთვის მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, იუვეს პრიორიტეტი გამარჯვება იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ დაპირისპირება 9 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეზიზღება, როცა ფეხბურთელები ასე იქცევიან, ის კაპიტანი არ უნდა იყოს“
„მეზიზღება, როცა ფეხბურთელები ასე იქცევიან, ის კაპიტანი არ უნდა იყოს“