ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

„მეზიზღება, როცა ფეხბურთელები ასე იქცევიან, ის კაპიტანი არ უნდა იყოს“

„ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშე და ამჟამად სპორტული მიმომხილველი დენი მერფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ 0:7 განადგურებას გამოეხმაურა და ბრუნო ფერნანდეშს ცუდი ლიდერი უწოდა.

„ჩემი აზრით, ტენ ჰაგი თავიდან სწორად მოიქცა, როცა სხვის გავლენებს არ დაემორჩილა და ბრუნო კაპიტნად დატოვა. მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, ის კაპიტანი არ არის და არ უნდა იყოს.

არ მგონია, რომ ის ვინც ბრუნოს მსგავსად იქცევა კაპიტანი უნდა იყოს. ცუდად არ გამიგოთ, ის საოცრად ნიჭიერია, შესანიშნავი მოთამაშეა, მე მის სათამაშო თვისებებზე არ ვსაუბრობ. მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში კაპიტანს გარკვეული თვისებები უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში სიმულაციას არ უნდა მიმართოს და არ ჩაყვინთოს, რაც ბრუნოს ძალიან უყვარს. ის მუდმივად ცდილობს ასეთი სიტუაციები ხელოვნურად შექმნას. მაგალითად, როცა კონატე მას მკერდზე შეეხო, მან ხელები სახეზე აიფარა. ეს სირცხვილია.

მეზიზღება, როცა ფეხბურთელები ასე იქცევიან და თუ ლივერპულის ფეხბურთელი იმავეს აკეთებს, მეც იმავეს ვიტყვი. ეს არ არის მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტნის შესაფერისი ქმედება.

ის, ვინც საჯარიმოში მარტოა და ჩაყვინთვას (დაივი) ცდილობს, რათა პენალტი მოიპოვოს, ის არ არის ლიდერი. ეს არ არის ის მოთამაშე, რომელმაც სხვებს მაგალითი უნდა მისცეს.

შთააგონებს ის მოთამაშეებს? არა! დარწმუნებული ვარ, როდესაც ის ასეთ რამეს აკეთებს, ზოგიერთი ფეხბურთელი ფიქრობს: „რა გააკეთა?"

- თქვა ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა TalkSport-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მაფია“ - ბილბაოს ქომაგების საპროტესტო გეგმა ბარსასთან მატჩში
“მაფია“ - ბილბაოს ქომაგების საპროტესტო გეგმა ბარსასთან მატჩში