მომავალ წელს ჰოლანდი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს - El Nacional
„ბარსელონას“ ამბიციური გეგმა აქვს - 2026 წლის ზაფხულზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის გაფორმება. ამის შესახებ El Nacional-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ უკვე მუშაობს 175 მილიონი ევროს მობილიზებაზე - სწორედ ამდენია ნორვეგიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი.
კატალონიელები ლევანდოვსკის ეპოქის დასრულების შემდეგ, ჰოლანდს განახლებულ გუნდში საკვანძო ფიგურად მოიაზრებენ.
აღსანიშნავია, რომ ერლინგს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს.
2022 წლიდან მოყოლებული ერლინგმა „მანჩესტერ სიტიში'' 139 მატჩი ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ (2022-23, 2023-24) და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ (2022-23) მოიგო. ასევე, გასულ ორ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2022-23 წლების სეზონში 36 გოლი შეაგდო, გასულ სეზონში - 27 გოლი.
Transfermarkt-ზე ნორვეგიელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.