გიორგი ქვილითაია, არისი
Aa
Aa

კვიპროსული მედია - ქვილითაიას არისი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს

კვიპროსული გამოცემის Sport fm-ის ინფორმაციით, გიორგი ქვილითაია არისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გუნდს დატოვებს.

ამის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა. წყაროს ცნობით, მათ ქართველ თავდამსხმელს აცნობეს, რომ ახალი გუნდი უნდა იპოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვილითაიას გადაბირება რამდენიმე კვიპროსულ გუნდს სურს, მათ შორის აპოელს. ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, გიორგიმ არისის ბოლო მატჩი მთავარი მწვრთნელის არტიომ რაჟკოვის გადაწყვეტილებით გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიას კონტრაქტი 2027 წლის 31 მაისამდე აკავშირებს. არისში კი 2024 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევი საკმაოდ პროდუქტიულია. 21 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები