კვარაცხელიას სტატისტიკა და შეფასება | ვინ იყო პარი სენ-ჟერმენში საუკეთესო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ოსერი“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარის აღება შეეძლო.
ქართველი ფეხბურთელი ბურთს 77-ჯერ შეეხო. ხვიჩამ 45-დან 37 ზუსტი გადაცემა შეასრულა, ერთი საკვანძო პასი გააკეთა და მის წინააღმდეგ წესები 3-ჯერ დაარღვიეს. „კვარამ“ „ოსერის“ კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, ერთხელ ზუსტად, სამჯერ - დაუბლოკეს. მისი მოსალოდნელი გოლების ინდექსი 0.31-ს გაუტოლდა, მოსალოდნელი ასისტების ინდექსი - 0.18-ს.
„პარი სენ-ჟერმენის“ მარცხენა გარემარბმა 13-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო, 2 წარმატებული ვარდნა ჰქონდა და ბურთი ერთხელ ჩაჭრა. Sofascore-მა და Whoscored-მა მისი თამაში 6.9 ქულით შეაფასეს.
პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელების შეფასებები: ლუკა შევალიე (6.6 ქულა), ლუკა ერნანდესი (7.2 ქულა), ლუკას ბერალდო (7.6 ქულა), ილია ზაბარნი (7.3 ქულა), უორენ ზაირ-ემერი (6.5 ქულა), იბრაჰიმ მბაიე (6.6 ქულა), ვიტინია (7.8 ქულა), სენი მაიული (6.5 ქულა), ბრედლი ბარკოლა (7.7 ქულა), გონსალუ რამუში (6.1 ქულა), დეზირე დუე (6.6 ქულა), უსმან დემბელე (6.9 ქულა)
ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები ოსერთან