გარი ნევილი
Aa
Aa

მერობას სთავაზობენ - ნევილის ახალი გამოწვევა

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გარი ნევილი ტელევიზიაში ექსპერტობით არის დაკავებული და სხვადასხვა საინტერესო მატჩების დასრულების შემდეგ მისი ანალიზი გულშემატკივრებს შორის უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს. თუმცა, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა სპორტის სფერო მიატოვოს და პოლიტიკაში გადაინაცვლოს.

I Paper-ის ცნობით, ნევილმა რამდენიმე დღის წინ ლეიბორისტული პარტიის მისამართით ერთ-ერთ ღონისძიებაზე საკუთარი სიმპათიები ვერ დამალა, რის გამოც მას პარტიის ხელმძღვანელები ქალაქ მანჩესტერის მერის პოსტზე მოიაზრებენ. ამჟამინდელი მერი ენდი ბერნემი თანამდებობის დატოვებაზე და თემთა პალატაში კენჭისყრაზე სერიოზულად ფიქრობს. მის ნაცვლად კი ლეიბორისტებს ქალაქის ხელმძღვანელად ცნობილი ფიგურა სჭირდება, რომელიც ხალხში პოპულარულობით სარგებლობს, ნევილი კი ამ კრიტერიუმს სრულიად აკმაყოფილებს.

ცნობისათვის, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გარი ნევილის პოზიცია უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ „ვალენსიას“ ყოფილი დამრიგებელი ასეთ გამოწვევაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ არ იციან ეს რა გრძნობაა“ - პეპმა ნევილსა და კარაგერს უპასუხა
„მათ არ იციან ეს რა გრძნობაა“ - პეპმა ნევილსა და კარაგერს უპასუხა