ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საოცარი გოლი გაჰქონდა, მამოძრავებელი ძალა იყო“ | რას წერენ კვარაცხელიაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ოსერი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და ფრანგულმა მედიამ მისი ასპარეზობა შეაფასა.

Maxifoot

„ქართველი ფეხბურთელი ბურთის კონტროლითა და მოკლე დრიბლინგებით ოსერის დაცვას მუდმივად არღვევდა. ძალიან აქტიური იყო და ხშირად ზუსტადაც მოქმედებდა, თუმცა ნაპოლის ყოფილ გარემარბს ბოლო პასის ან დარტყმის მხრივ ეფექტიანობა აკლდა. მიუხედავად ამისა, პარი სენ-ჟერმენის გოლის ეპიზოდში მის მიერ ბურთის ამოტანამ ნათლად აჩვენა, რა გავლენა აქვს თამაშზე.“

Footmercato

„ქართველი ფეხბურთელი, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, პარიზელთა შეტევების მამოძრავებელი ძალა იყო. ენერგიით აღსავსე კვარაცხელია თამაშის გახსნას ყველანაირი გზით ცდილობდა — როგორც ინდივიდუალური ოსტატობით, ისე გუნდური თამაშით. მისდა სამწუხაროდ, ოსერის მეკარეს სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნიდა. მეორე ნახევარში, მობილური შემტევების შემოსვლის შემდეგ, თანაგუნდელებისგან ბევრად მეტი თანადგომა ჰქონდა.“

L’Equipe

„მას ტალანტი აქვს, ეს ვიცით, თუმცა ასეთ მატჩებში, როდესაც პსჟ თითქოს ძალებს ზოგავს, ეს ძალიან ეპიზოდურად ვლინდება. რამდენიმე გარღვევით მეტოქეს პრობლემები შეუქმნა და ლეონმა არ გაატანინა. მისი კუთხურის შემდეგ რამუშს შანსი ჰქონდა.“

90min

„რა სოლორეიდი ქართველი ფეხბურთელისგან! მარჯვენა ფლანგზე დაიწყო, ცენტრში შევიდა, ცრუმოძრაობა გააკეთა და დაარტყა. მის დარტყმას ოსერის მცველი გადაეღობა და კვარაცხელიას საშუალება არ მისცა, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაეტანა. ხვიჩა, რომელმაც ლისაბონში სპორტინგის კარი აიღო, დღესაც აქტიური იყო. მან მარჯვენა ფლანგზე დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა. დაცვითი თამაში, რის გამოც ლუის ენრიკესგან არაპირდაპირი კრიტიკა მიიღო, ოსერთან გააუმჯობესა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად გაუფერულდა და მატჩის ბოლოს სრულიად გაქრა.“

Le Parisien

„ლისაბონში გატანილი გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შთაბეჭდილება ოსერთანაც მოახდინა და საკუთარი მოძრაობებით მეტოქის მესამედში მომენტებს ქმნიდა. დიომანდეს ვარდნა რომ არა, მერვე წუთზე საოცარ გოლს გაიტანდა. 30-ე წუთზე რამუშს შესანიშნავი პასი გაუკეთა, შემდეგ კი თავად დაარტყა და ლეონმა აჯობა. მეორე ნახევარში ნაკლებად იყო თამაშში ჩართული.“

Tribuna

„მაქსიმუმი გააკეთა და ცდილობდა, ოსერისთვის პრობლემები შეექმნა. მხოლოდ გოლი დააკლდა. პირველ ტაიმში მისი ბრწყინვალე მომენტი გოლისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 45 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარიზელები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ და „ნიუკასლს“ დაუპირისპირდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას სტატისტიკა და შეფასება | ვინ იყო პარი სენ-ჟერმენში საუკეთესო
კვარაცხელიას სტატისტიკა და შეფასება | ვინ იყო პარი სენ-ჟერმენში საუკეთესო