ლუკა ლაცაბიძე, კადისი
Aa
Aa

მოლაპარაკებები ლა ლიგა 2-ის კლუბთან - სად გააგრძელებს კარიერას ლაცაბიძე

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლაცაბიძემ შესაძლოა კარიერა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გააგრძელოს. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი, გამოცემა TEAMtalk-ის ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ესპანური კადისი ლაცაბიძის იჯარით დამატებაზე ფიქრობს და მზადაა, ამ საკითხზე მიმართოს დონეცკის „შახტარს“, რომელსაც 21 წლის ცენტრალური მცველის კონტრაქტი ეკუთვნის.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, „შახტარი“ ფეხბურთელს იჯარიდან დააბრუნებს და ზაფხულამდე „კადისში“ გაანათხოვრებს“, - წერს რუდი გალეტი.

ცნობისთვის, ლუკა ლაცაბიძემ სეზონის პირველი ნაწილი იჯარით თბილისის „დინამოში“ გაატარა, სადაც 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ლუკა ლაცაბიძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2024 წელს ის „შახტარს“ შეუერთდა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ოდესის „ჩორნომორეცში“ გაანათხოვრა. დონეცკურ კლუბთან ლუკას კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ „კადისის“ ღირსებას იცავს იური ტაბატაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა.

ფოტო: fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა - უოტფორდი ბლექბერნს დაუზავდა
ჩაკვეტაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა - უოტფორდი ბლექბერნს დაუზავდა