გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა - უოტფორდი ბლექბერნს დაუზავდა

ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდმა“, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, „ბლექბერნს“ ესტუმრა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 42-ე წუთზე, ტრავმირებული როკო ვატას ნაცვლად ჩაერთო. 56-ე წუთზე გიორგის თავის გამოჩენის შანსიც ჰქონდა, თუმცა მარცხენა ფეხით არაზუსტად დაარტყა.

ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები VS ბლექბერნი

Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.1 ქულით შეაფასა, ჩაკვეტაძის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 საკვანძო პასი, 27-დან 23 ზუსტი პასი (85%), 2 ზუსტი ჩაწოდება, 1 დარტყმა, 36 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. გიორგიმ 5-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ედო კაიემბემ 26-ე წუთზე „უოტფორდი“ დააწინაურა, თუმცა უკვე ორ წუთში ლიუის მილერმა წონასწორობა აღადგინა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

29 მატჩის შემდეგ „უოტფორდი“ 43 ქულით ჩემპიონშიფის მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ონავრები“ 31 იანვარს, საკუთარ კედლებში „სუონსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთადერთი გოლი და სუპერმატჩი - კვერნაძემ ფროზინონეს მოაგებინა
ერთადერთი გოლი და სუპერმატჩი - კვერნაძემ ფროზინონეს მოაგებინა