ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ხვიჩას მაგარი მომენტი და საკვანძო პასი | პარი სენ-ჟერმენმა ოსერს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ოსერს“ დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს ბიჭებმა მატჩი სტუმრად გამართეს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს.

„კვარამ“ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და მერვე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად იმოქმედა, ცრუმოძრაობით „ოსერის“ მეკარე და მცველები დააწვინა, თუმცა დარტყმა დაუბლოკეს.

30-ე წუთზე ხვიჩა საგოლე გადაცემასთან ახლოს იყო. მისი კუთხურის შემდეგ გონსალუ რამუშმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ „ოსერის“ გოლკიპერს, დონოვან ლეონს, ვერ აჯობა. 36-ე წუთზე „კვარას“ მოპოვებულ ჯარიმას ძალიან სახიფათო მომენტი მოჰყვა. ვიტინიას ჩაწოდების შემდეგ გოლის გატანა ჯერ ქართველ ფეხბურთელს, შემდეგ კი იბრაჰიმ მბაიეს შეეძლო, მაგრამ ლეონი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და პირველი ტაიმი ფრედ — 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე კვარაცხელიას კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა — ისევ მცველებმა დაუბლოკეს. 54 წუთზე „კვარასგან“ მორიგი დარტყმა ვიხილეთ, რომელიც რიკოშეტის შემდეგ კარს მცირე მანძილით ასცდა.

79-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენი“ დაწინაურდა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ხვიჩამ საგოლე შეტევა წამოიწყო და უსმან დემბელეს საკუთარი საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა. დემბელემ ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა და პსჟ-ის ახალგაზრდა შემტევმა ანგარიში გახსნა — 1:0.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 45 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარიზელები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ და „ნიუკასლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო
„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო