არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

“თავდაჯერებულები ვართ“ - კერიკი არსენალთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მანჩესტერ იუნაიტედი ლონდონის არსენალს ესტუმრება. მატჩის წინ, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კერიკი:

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში გველის. ერთი მატჩი დიდ გუნდად ვერ გაქცევს. არსენალთან გამარჯვება შესანიშნავი საფუძველი იქნება. გუნდში დიდი თავდაჯერებულობაა. კარგი განწყობა გვაქვს, მაგრამ ვიცით, რაც გველის. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მინდა, რომ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ. ეს ტრანსფერებსაც ეხება. დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დალაგდება.

ჩემს მოსვლამდე დე ლიხტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ის მალე ოპტიმალურ ფორმაში შევა. ზუსტი ვადების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მისი დაბრუნება ძალიან კარგი იქნება. არსენალთან მატჩს მოუთმენლად ველი. ეს დიდი გამოწვევაა. მათ ბევრი ძლიერი მხარე აქვთ. ვაცნობიერებთ მათ ძლიერ მხარეებს და იმ შედეგებს, რაც ამ სეზონში აქვთ. ჩვენც კარგ ფორმაში ვართ და დიდებულ დაპირისპირებას ველოდებით.

ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეები და რა უნდა გავაკეთოთ მიზნების მისაღწევად. მიკელ არტეტას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ შედეგის მისაღწევად. ჩვენი იდეები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ და პროგრესი აშკარა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკმა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის რანგში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში მანჩესტერ სიტის მოუგო. არსენალისა და მანჩესტერ იუნაიატედის დაპირისპირება 25 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები