ილია თოფურია
Aa
Aa

თეთრ სახლში მთავარ მოვლენად? | Fight Basics-ის საინტერესო ინფორმაცია ილიაზე

ილია თოფურიას ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. ამის შესახებ გამოცემა Fight Basics-ი იტყობინება.

„დენა უაითი თეთრი სახლის ღონისძიების დაგეგმვაზე მუშაობას UFC 324-ის შემდეგ დაიწყებს. პრომოუშენი უკვე ესაუბრა ილია თოფურიას და მისი პოზიცია გაიგო. იმის გათვალისწინებით, რომ თეთრ სახლში რუსი მებრძოლები არ იჩხუბებენ, დენა უაითი კი ჯონ ჯონსის დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებს, მთავარ კანდიდატად „ელ მატადორი“ რჩება“ - წერს გამოცემა.

Fight Basics-ი აღნიშნავს, რომ ილია თოფურია და მისი გუნდი თეთრ სახლში ჩხუბის წინააღმდეგი არაა, ხოლო მისმა სპარინგ პარტნიორებმა იციან, რომ „ელ მატადორი“ აპრილ-ივნისში დაბრუნდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პედი პიმბლეტმა განაცხადა, რომ მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულის მოგების შემთხვევაში ივნისამდე დაბრუნებას არ გეგმავს, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე კი პიმბლეტი-გეიჯის შორის გამარჯვებული უნდა იყოს.

თეთრი სახლის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და პიოტრ იანის ტრილოგია უკვე გადაწყვეტილია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იანი რუსეთის სახელით ასპარეზობს, ეს ჩხუბი თეთრ სახლში ვერ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5000 მაყურებელი, მებრძოლები პრეზიდენტის კაბინეტში - თეთრი სახლის ღონისძიების დეტალები
5000 მაყურებელი, მებრძოლები პრეზიდენტის კაბინეტში - თეთრი სახლის ღონისძიების დეტალები