ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - 90Min-ის ჟურნალისტი კვარაზე

გრემ ბეილი ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც 90 Min-ისა და TeamTalk-ის ინსაიდერი გახლავთ და ინგლისურ ფეხბურთს კარგად იცნობს. ახლახან, მან Talking Transfers Podcast-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„ნაპოლიში იციან, რომ ამ ორიდან (კვარა და ოსიმენი) ერთის გაშვება მოუწევთ და ეს ნიგერიელი ფეხბურთელი იქნება. იგი გუნდში უფრო დიდი ხანია იმყოფება, დაამტკიცა, რომ მაღალი დონისაა და თან იაფიც არ ეღირება. კვარადონას რაც შეეხება, ნაპოლიში ფიქრობენ, რომ ამ წუთისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მათ რიგებში ასპარეზობს. არ მგონია, ამ მოსაზრებას ბევრი შევეწინააღმდეგოთ და ჩემი აზრით, დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვს. ხვიჩა ახალ კონტრაქტს აუცილებლად მიიღებს და როგორც ჩანს, ზაფხულში ნეაპოლს არ დატოვებს. მას ინგლისური კლუბები აკვირდებიან და სიტისა და ნიუკასლს ძალიან მოსწონთ.

ნაპოლიში სჯერათ, რომ ამ წუთისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მათ რიგებში თამაშობს და რეალობისგან შორს არ არიან. რა თქმა უნდა, მბაპეს, მესის, ჰოლანდსა და სხვებს ამაზე სათქმელი ექნებათ, მაგრამ კვარაცხელია წარმოუდგენელ ნაპოლის საოცარ სიმაღლეებს აპყრობინებს, მბაპე, ჰოლანდი და მესი კი ვარსკვლავური გუნდების ღირსებას იცავენ. დრო გვიჩვენებს, კვარაცხელია რამდენად მაგარია, მაგრამ სამართლიანია იმის თქმა, რომ ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბმა იცის, ეს ჩხუბი რამდენს ნიშნავს | UFC-ის სტატია ქართველ მანქანაზე
მერაბმა იცის, ეს ჩხუბი რამდენს ნიშნავს | UFC-ის სტატია ქართველ მანქანაზე