„ბურთით ყველაფერს აკეთებს, რაც უნდა“ | ლუკა გაგნიძემ ხვიჩაზე ისაუბრა
ლუკა გაგნიძემ, რომელიც „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელია და „კრილია სოვეტოვშია“ განათხოვრებული, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გაგნიძემ „კვარას“ მისაბაძი მაგალითი უწოდა და განაცხადა, რომ მას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც მოისურვებს.
„ხვიჩას მატჩებს თვალს ყურადღებით ვადევნებ და მისი თამაში სასიამოვნო სანახავია, რადგან ბურთით ყველაფერს აკეთებს, რაც მოუნდება, ეს კი პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელისთვის დიდი პლუსია. კვარა საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობს და ეს სანახაობას ზრდის.
მასთან კონტაქტი მაქვს. ერთმანეთს წერილებს ვუგზავნით ხოლმე, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაცია ნამდვილად არ გვაქვს. მითხრა, რომ პსჟ-ში, ვარჯიშის გრაფიკი ყოველთვის განსხვავებულია, რადგან უფრო მეტი მატჩის გამართვა უწევთ. გამომდინარე აქედან, ვარჯიშებს აღდგენითი ხასიათი აქვთ ხოლმე.
მეც ვისურვედი, რომ ცენტრის ნაცვლად, მარცხენა ნახევარმცველად ვითამაშო. ამ კუთხით, ხვიჩა ჩემთვის მისაბაძი მაგალითია და მინდა, მისნაირი თვისებები მქონდეს. კვარა ბურთით სწრაფია და ტექნიკური ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ამ კომპონენტებზე ბევრს ვმუშაობ, მაგრამ ხვიჩა ჩემზე ბევრად უკეთესია“.
ცნობისთვის, გაგნიძე 22 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა. ლუკას „კრილია სოვეტოვში“ მცირე სათამაშო დრო ეძლევა და 29 წუთზე მეტი არც ერთ შეხვედრაში უთამაშია.