არსენალი, გაბრიელ ჟესუსი, სპორტინგი
Aa
Aa

კარგი ამბავი - არსენალს ჟესუსი დაუბრუნდა და ლისაბონში გუნდს გაყვება

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ოფიციალურ მატჩში დღემდე არ მიუღია მონაწილეობა.

გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის დანაკლისი „არსენალზე“ ცუდად იმოქმედებდა და წარმატებულ სვლას შეაჩერებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „მეთოფეები“ კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჟესუსმა ვარჯიში განაახლა. 25 წლის თავდამსხმელი „ბორნმუთთან“ მატჩისწინა გახურების დროს სტადიონზე გამოჩნდა, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ვიგებთ, რომ გაბრიელი ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ევროპის ლიგაზე გასამართი მატჩისთვის „არსენალთან“ ერთად ლისაბონში გაემგზავრება. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს, თუ არა ჟესუსი „სპორტინგთან“, მაგრამ ერთი რამ ნათელია - „არსენალს“ სულ მალე ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი დაუბრუნდება.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის მიკელ არტეტას გუნდი პრემიერ ლიგაში 63 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები