ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

უსმინეთ, როგორ ზეიმობენ | ტენ ჰაგის სასჯელი ლივერთან ფიასკოს შემდეგ

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ენფილდს“ ესტუმრა და „ლივერპულთან“ 0:7 განადგურდა. ბრიტანულ პრესაში „წითელი ეშმაკების“ თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის მიერ გატარებულ ზომებზე ბევრი იწერება და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ყველაფერი გააკეთა, რათა თავისი შეგირდებისგან სასურველი რეაქცია მიეღო.

Mirror-ის ცნობით, მატჩის შემდეგ, ტენ ჰაგმა ფეხბურთელები აიძულა, გასახდელში დარჩენილიყვნენ და „ენფილდზე“ მიმდინარე მოვლენებისთვის მოესმინათ. ისინი ჩუმად იყვნენ და უსმენდნენ „ლივერპულის“ გულშემატკივრები და მოთამაშეები გამარჯვებას როგორ ზეიმობდნენ.

Mirror-ის მიხედვით, ამის შემდეგ, ტენ ჰაგმა ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა და განუცხადა, რომ ძალიან გაუმართლათ სტადიონიდან ქალაქისკენ კლუბის ავტობუსით რომ დაბრუნდნენ და არა ქომაგებთან ერთად, რომლებმაც მათი თამაშის სანახავად ფული გადაიხადეს. „ლივერთან“ მარცხის მეორე დღეს, ტენ ჰაგი საწვრთნელ ბაზაზე დილის 7 საათზე გამოცხადდა, ფეხბურთელები კი 9-ზე მივიდნენ. Mirror-ის თქმით, ერიკი განრისხებული იყო და მოთამაშეებს უთხრა, რომ თუ რამე მსგავსი გამეორდება, ყველა მათგანს 21-წლამდე გუნდში გაგზავნის.

საინტერესოა, რომ Daily Mail-ის მიხედვით, „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს სპორტულ ფსიქოლოგთან დამატებითი მუშაობა მოუწევთ, რათა გასული სეზონის წარუმატებლობა არ განმეორდეს. ცნობისთვის, „წითელ ეშმაკებს“ 49 ქულა აქვთ და „არსენალს“ 14 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისმა მათ შესანარჩუნებლად უკიდურესი მსხვერპლი უნდა გაიღოს“ - სატრანსფერო ექსპერტი
„დე ლაურენტისმა მათ შესანარჩუნებლად უკიდურესი მსხვერპლი უნდა გაიღოს“ - სატრანსფერო ექსპერტი