ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

რაშფორდი: “ამ წაგებამ სეზონზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ისტორიული მატჩი გაიმართა. ისტორიული იმიტომ, რომ გულშემატკივრებს „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ანგარიში მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. კლოპის გუნდმა 7:0 მოიგო.

რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ ფეხბურთელები იმედგაცრუებულები იყვნენ. გულშემატკივრებს კი მხოლოდ მარკუს რაშფორდმა მიმართა. აშკარაა, რომ ინგლისელი გარემარბი ასეთ წაგებას ყველაზე მეტად განიცდიდა.

რა თქვა რაშფორდმა?

„ვისურვებდი, რომ „ლივერპულთან“ თამაშის საშუალება დღესვე გვქონდეს. ბევრ რამეს გამოვასწორებდით. შედეგი არის შედეგი და წარსულში ხდება. ამ წაგებას უფლება არ უნდა მივცეთ, რომ სეზონზე გავლენა მოახდინოს. პროცესს უნდა ვენდოთ და ერთად ვიყოთ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები