მანჩესტერ იუნაიტედი, სერ ალექს ფერგიუსონი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

ფერგიუსონი: “რაშფორდი კარგია, მაგრამ თავდამსხმელი არ არის“

მიმდინარე სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ერიკ ტენ ჰაგი და მარკუს რაშფორდი არიან.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აშკარად ბევრი რამ შეცვალა, ხოლო ინგლისელი შემტევის სათამაშო ფორმა იდეალურია. „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა რაშფორდის შესახებ ისაუბრა:

ფერგიუსონი:

„არ ვფიქრობ, რომ რაშფორდი თავდამსხმელია. ის მარცხენა გარემარბია და თავის სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს. მისი გოლის გატანის ალღო და მომენტის დასრულება ნამდვილად კარგია. მარკუსი ბრწყინვალე ფორმაშია და დასახული მიზნებისთვის ბოლომდე იბრძვის, თუმცა სამწუხაროდ, ის არ არის „იუნაიტედის“ მთავარი დასაყრდენი. „მანჩესტერს“ ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება. რაშფორდი ამის მოვალეობას ასრულებს.“

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მარკუსმა 38 ჩატარებულ შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი პრემიერ ლიგაში 49 ქულით მესამე ადგილზეა. ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა, ხოლო ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლს“ 2:0 აჯობა და ერიკ ტენ ჰაგი პირველ მანჩესტერულ ტიტულს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი ვერ იგებს, ატლეტიკო მაგარ ფორმაშია - ფელიქსის “ეფექტი“
ჩელსი ვერ იგებს, ატლეტიკო მაგარ ფორმაშია - ფელიქსის “ეფექტი“