ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მარკო რუსო, მასიმო დონატი
Aa
Aa

„გამოჩნდა, რომ მარცხს მიჩვეულნი არ არიან“ - DAZN-ის კორესპონდენტი ნაპოლიზე

DAZN-ის კორესპონდენტი მარკო რუსო „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა.

„ლაციოსთან“ მარცხის შემდეგ „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელის რეაქციით გაოცებული დავრჩი. დავინახე კვარა და კიმი მოედანზე სასოწარკვეთით დაცემულნი, რაც გასაგებს ხდის იმ რეალობას, რომ ეს ბიჭები მარცხს მიჩვეულები არ არიან“.

სერია ა-ს 25-ე ტურში „ნაპოლი“ შინ „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატიას ვეცინოს ანგარიშზეა.

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო დონატიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა:

„კვარა გუნდის მნიშვნელოვანი ელემენტია. ოსიმენი შთამბეჭდავად თამაშობს, თუმცა შედეგს გუნდური თამაში განაპირობებს. რაც შეეხება ლობოტკას, ის საოცარი მოთამაშეა, ამ სეზონში სერია ა-ს პირველი ტურის მატჩი მახსოვს, როცა „ჰელას ვერონასთან“ ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის შეტევები არაერთხელ ჩაშალა“.

კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

სერია ა-ში „ნაპოლი“ 65 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფი „ინტერის“ აქტივში 50 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით
„ტვენტეს პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა“ - ეგოიანი განსაკუთრებული ისტორიით