მბაპე: მიუნხენში მომდევნო ეტაპის საზგურისთვის მივდივართ
კილიან მბაპემ ლიგა 1-ში „ნანტთან“ (4:2) გატანილი გოლის შემდეგ, კლუბის რეკორდი დაამყარა და ედინსონ კავანის გადაასწრო. ამჟამად მის ანგარიშზე 201 გოლია.
მბაპემ მატჩის შემდეგ ამის შესახებ ისაუბრა და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ მოახლოებულ მატჩსაც შეეხო.
„ბოლო წუთ წუთში არ მინდოდა საკუთარ თავზე ზეწოლა განმეხორციელებინა. ვიცოდი, რომ რეკორდის მოხსნა შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა რაღაცები დაძალებით გამეკეთებინა. და ის, რომ ბოლოს გატანა მოვახერხე ძალიან კარგია.
ვინმეს, რომ ეთქვა პსჟ-ში კაპიტნის სამკლავურით სარეკორდო გოლს გავიტანდი, არ დავიჯერებდი. ეს ინდივიდუალური მიღწევაა, მაგრამ მე აქ გუნდისთვის ვარ. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, მწვრთნელს, ხელმძღვანელობას, გულშემატკივარს, ვინც აქ ყველაფერი მომცა.
ახლა ჩვენ მივდივართ მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ჩვენ თავდაჯერებულობა დავიბრუნეთ".
- თქვენი მომავალი ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან თამაშზეა დამოკიდებული?
„არა მგონია. მომავალს რომ ჩემპიონთა ლიგას ვუკავშირებდე, ძალიან შორს წავიდოდი (იცინის). და ეს არ არის კლუბის მიმართ უპატივცემულობა. აქ ვარ, ბედნიერი ვარ და მხოლოდ პსჟ-სთვის კარგი მომენტების მიცემაზე ვფიქრობ.
მადლობა ყველას ცერემონიისთვის. მადლობა ყველას. მაგრამ ახლა ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. წინ დიდი მატჩი გველის, რომელსაც ნათელი მიზნით მივუდგებით".
- განაცხადა მბაპემ.