ჩაკვეტაძის ლამაზი პასი - სლოვანმა კონკურენტი 4:1 დაამარცხა
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ კონკურენტი „სპარტაკ ტრნავა“ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა.
„ჩაკვეს“ გოლი არ გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია, თუმცა 37-ე წუთზე შეტევა მისი ლამაზი პასით განვითარდა, რაც საბოლოოდ ალექსანდრ ჩავრიჩის გოლით დასრულდა, ანგარიში 2:0 გახდა. 23 წლის ქართველი შემტევის თამაშიდან ასევე აღსანიშნავია ეპიზოდი მეორე ტაიმიდან, როცა აბუბაქარის მისამართით კარგი პასი გააკეთა, მაგრამ განელის დარტყმა მეკარემ მოიგერია.
ჩაკვეტაძე 87-ე წუთზე შეცვალეს, კანკავამ და კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
22 ტურის შემდეგ ფორტუნა ლიგას „დუნაისკა სტრედა“ 48 ქულით ლიდერობს, „სლოვანი“ 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. „სპარტაკ ტრნავა“ 40 ქულით მესამე პოზიციაზეა.