ლაციო, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

“ხვიჩას ვერ დავადანაშაულებ“ - სპალეტიმ გაშვებულ გოლზე ისაუბრა

სერია ა-ს მიმდინარე ტურში „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა და სეზონში მეორედ წააგო. სარის გუნდმა ვესინოს გოლით 1:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში ბურთი ხვიჩამ მოიგერია. ამასთან დაკავშრებით კი სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

სპალეტი:

„გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, მას ვერ დავადანაშაულებ. ხვიჩა თანაგუნდელების დახმარებას ცდილობდა და ეს თითქმის გამოუვიდა, მაგრამ ვესინომ დასარტყმელად ის ერთადერთი წერტილი იპოვა, რომელსაც მხოლოდ მისნაირი ძლიერი ფეხბურთელები პოულობენ.

რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ ფეხბურთელები მოწყენილები იყვნენ, მაგრამ მე გასახდელში შევედი და დავამშვიდე. მათ ვუთხარი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, ამ მატჩის ფრედ დასრულდება შესაძლებელი იყო.“

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ წაგებისა „ნაპოლი“ სერია ა-ს მაინც ლიდერობს. „პარტენოპეის“ 65 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ თავის მატჩს მოიგებს, „ნერაძურის“ 50 ქულა გაუხდება, მეორე ადგილზე გადავა და სპალეტის გუნდთან სხვაობა 15 ქულა იქნება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ლაციოსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უკეთესი ხარისხის ამბიცია გვაქვს“ - მაისაშვილი რუმინეთთან მატჩის წინ
“უკეთესი ხარისხის ამბიცია გვაქვს“ - მაისაშვილი რუმინეთთან მატჩის წინ