ბარსელონა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ჩავის მე-10 გამარჯვება ბერნაბეუზე - საინტერესო ფაქტები ელ კლასიკოდან

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ საშინაო დაპირისპირება „ბარსელონასთან“ 0:1 დათმო და თასის გათამაშებას დაემშვიდობა, სტუმრებმა ედერ მილიტაოს ავტოგოლით გაიმარჯვეს.

„ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით რამდენიმე სტატისტიკურ ინფორმაციას გთავაზობთ:

მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბი“ საკუთარ კედლებში პირველად დამარცხდა. კატალონიურ გრანდთან დაპირისპირებამდე კარლო ანჩელოტის გუნდმა ამ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 14 საშინაო შეხვედრა ჩაატარა: 11 გამარჯვება, 3 ფრე.

„რეალი“ - „ბარსელონას“ მატჩში ბურთის ფლობის უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო - 64, 7%. 2013-14 წლების სეზონის შემდეგ მადრიდულ გრანდს „ელ კლასიკოში“ ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა.

ჩავის გუნდის ბურთის ფლობის მაჩვენებელი 35,3%-ს შეადგენდა, რაც „ბარსასთვის“ ამ სეზონში ყველაზე ცუდი შედეგია.

ჩავიმ  „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მე-10 მატჩი მოიგო, 8 შეხვედრაში ფეხბურთელის ამპლუაში გაიმარჯვა, ორ შეხვედრაში კი - მთავარი მწვრთნელის.

1970 წლის შემდეგ ესპანეთის თასზე მადრიდის „რეალს“ საკუთარ კედლებში „ბარსელონა“ არ დაუმარცხებია. 1970 წელს, 1/4-ფინალში „რეალმა“ შინ „ბარსას“ სძლია, მას შემდეგ „სამეფო კლუბმა“ ესპანეთის თასზე საკუთარ კედლებში „ბარსასთან“ 3 მატჩი ფრედ ითამაშა, სამ შეხვედრაში დამარცხდა.

ბოლო 10 „ელ კლასიკოდან“ მადრიდულმა გრანდმა მხოლოდ 4 მოიგო, ექვს შეხვედრაში გამარჯვებული „ბარსა“ დარჩა. ასევე, „კამპ ნოუზე“ გამართული ბოლო 10 დაპირისპირებიდან „რეალის“ გამარჯვებით 5 დასრულდა, ოთხ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა და „ბარსამ“ მხოლოდ 1 მატჩი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი კლასიკოს შემდეგ: შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით არც ისე
ჩავი კლასიკოს შემდეგ: შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით არც ისე