ანჩელოტი კლასიკოს შემდეგ: ბარსას ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სამეფო თასის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის (0:1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
„შედეგი ძალიან ცუდია, ჩვენ ამას არ ვიმსახურებდით, რადგან კარგად, ინტენსიურად ვითამაშეთ და ბარსელონას არ მივეცით საშუალება მოქცეულიყო ისე, როგორც სურდათ. მეტოქე თავს დაბლა ჩაწეული დაცვის ხაზით იცავდა, ჩვენ კი მაღალ პრესინგსა და ტემპს ვახორციელებდით. ამ თვალსაზრისით მატჩი კარგი გამოდგა. მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში წარმატება გვაკლდა, შანსების შექმნა რთული იყო. ბარსელონას ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს.
წინ დიდი ძალებით წავედით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.
ეს მატჩი თავდაჯერებულობას მაძლევს. ჩვენ უნდა გავიმეოროთ იგივე სცენარი კამპ ნოზუეც. უნდა შევინარჩუნოთ იგივე ინტენსივობა და შანსები გვექნება, რადგან ბარსელონა შინ ამავე სტილში ვერ ითამაშებს.
დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით“.
შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი 5 აპრილს „კამპ ნოუზე“ გაიმართება.