ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„მატყუარა და სულელი ხარ, ბოდიში მომიხადე“ - მოურინიო მსაჯს

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჟოზე მოურინიოსა და რომა-კრემონეზეს მატჩის სათადარიგო არბიტრს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო სერია A-ს გასულ ტურში შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში სათადარიგო არბიტრ მარკო სერასთან მიიჭრა, შემდეგ კი მთავარ მსაჯთან მარკო პიჩინისთან კონფლიქტის გამო გააძევეს.

სერია A-მ გადაწყვიტა მოურინიო 2 მატჩით დაესაჯა - ის იუვენტუსთან და სასუოლოსთან შეხვედრებს გამოტოვებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მატჩის შემდეგ მოურინიო მსაჯის ოთახში შევიდა და სათადარიგო მსაჯის შეურაცხყოფა მიაყენა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მოურინიომ სერას მოედანზე მისი საქციელის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

„თუ კვერცხები გაქვს, თუ კაცი ხარ, გაიმეორე რაც მოედანზე მითხარი და ბოდიში მოიხადე და ამით ყველაფერი დასრულდება“.

თუმცა, სერამ ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა, რადგან მისი საქციელი არასწორად არ მიიჩნია.

„ბოდიში რისთვის? არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არაფერი მითქვამს“,

- განაცხადა მსაჯმა.

ამან მოურინიო გააბრაზა და ყვირილი დაიწყო.

„მატყუარა. სულელი ხარ. გრცხვენოდეს. შენ ტურინელი ხარ, ამიტომ არ გინდა იუვენტუსთან სკამზე ვიყო“,

- უყვიროდა მოურინიო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე
სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე