თბილისის დინამო
Aa
Aa

გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - დინამომ ჰანოვერს მოუგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამო“ სტუმრად „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და

პირველი მეოთხედი საკმაოდ დაძაბული იყო და რეალურად ქართული კლუბი უკეთესი იყო. მიუხედავად ამისა ანგარიში 2:2 დაფიქსირდა. ეს ანგარიში კი ელემენტარულმა შეცდომებმა გამოიწვია.

მეორე მეოთხედი გერმანელების აქტიურობით დაიწყო და წინ გავიდნენ, თუმცა „დინამომ“ წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა. სულ მალე ახვლედიანმა შორიდან ბრწყინვალე დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ მასპინძლები მაინც წინ გავიდნენ და პირველი ტაიმი 8:6 მოიგეს.

მეორე ტაიმი სტანოევიჩის გუნდის უპირატესობით დაიწყო და „დინამო“ თამაშში დაბრუნდა. ტაბლოზე 8:8 დაფიქსირდა. ჩვენებურებს წინ გასვლის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ცუდ დროს შეტევაში ბურთი დაკარგეს. ამის საპასუხოდ კი რაზმაძემ ერთ შეტევაში ორი ბრწყინვალე ბურთი მოიგერია. გადამწყვეტი ტაიმის წინ - 8:8.

ბოლო მეოთხედში „დინამოს“ მეკარე ბრწყინავდა, ხოლო შეტევაში ახვლედიანი, რომელმაც გერმანელებს მე-9 გოლი გაუტანა და თბილისური კლუბი დააწინაურა. ამის შემდეგ, ტყეშელაშვილმა შორიდან გაისროლა და „ჰანოვერის“ კარი გახვრიტა. საბოლოოდ მიმდიანრე გათამაშებაში „დინამომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები