კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება არსენალს ქომაგობდა, ჩელსის მაისურში დაკრძალეს
Aa
Aa

კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება არსენალს ქომაგობდა, ჩელსის მაისურში დაკრძალეს

„არსენალისა“ და „ჩელსის“ ქომაგების დამოკიდებულების შესახებ ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ. ბრიტანეთში ასეთი უცნაური რამ მოხდა. „მეთოფეთა“ ქომაგი, რომელიც თავის გუნდს მთელი ცხოვრება გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, გარდაცვალების შემდეგ, „ჩელსის“ მაისურით დაკრძალეს.

„არსენალის“ ქომაგი, რომელსაც დევიდი ერქვა, გასულ კვირას გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები აღნიშნავენ, ის მთელი ცხოვრება „მეთოფეების“ გულშემატკივარი იყო და იგეგმებოდა, რომ მას საყვარელი კლუბის მაისურით დაკრძალავდნენ.

მაისურისთვის დევიდის მეგობარი გოგო წავიდა. საქმე ის არის, რომ „არსენალსა“ და „ჩელსის“ რამდენიმე სეზონით ერთდროულად Emirates-ი აფინანსებდა და მაისურებზე მსგავსი წარწერები ჰქონდათ. მეგობარმა გოგონამ კი 2003 წლის „ჩელსის“ გასვლითი (თეთრი) მაისური მოიტანა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მაისური დევიდს გარდერობში ჰქონდა. სავარაუდოდ მას იგი ხუმრობით აჩუქეს და უბრალოდ საკიდზე სხვა მაისურების გვერდით ინახებოდა. მეგობარმა გოგომ კი „არსენალის“ ფორმისგან ვერ განასხვავა.

საბოლოოდ, მოვლენები ასე უცნაურად და როგორც Sportbible-ი წერს „სასტიკად“ განვითარდა. დაკრძალვისას დევიდი „ჩელსის“ მაისურში გამოაწყვეს, მისი დანახვისას მღვდელი გაოცებული დარჩა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ის „არსენალის“ გულშემატკივარი იყო.

დევიდის დისშვილი ლინდა ამ ისტორიას იხსენებს და ტვიტერზე პოსტს წერს:

„ბიძაჩემი დევიდი არსენალის ერთგული ქომაგი იყო, ის შაბათს გარდაიცვალა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იგი საყვარელი გუნდის მაისურით დაგვეკრძალა. საგულდაგულოდ შეირჩა ყველაზე ნაკლებად ნახმარი და კარგ მდგომარეობაში მყოფი მაისური. საბოლოოდ, დამკრძალავ სახლში მისვლისას აღმოვაჩინეთ, რომ დევიდს ჩელსის მაისური ეცვა.

ეს მაისური ვიღაცამ მას ხუმრობით აჩუქა. როგორც ჩანს, მას უკვე ვეღარ შეცვლიან და ამ ამბავმა ეს მეტად სამწუხარო დღე, სახალისოდ აქცია. ამ ყველაფრის ნახვა ძალიან სასაცილო იყო.

როცა მღვდელი შემოვიდა, გაკვირვებულმა იკითხა - „ის ხომ არსენალის ქომაგი იყო?“ - იმ მომენტში ყველანი გავბრაზდით. საწყალი დევიდი საფლავში გადაბრუნდებოდა“.

- წერს ლინდა დეილი სოციალურ ქსელში.

„ვიმედოვნებთ, რომ ისინი საფლავის ქვაზე არსენალთან დაკავშირებულ ბევრ სამახსოვრო ნივთს მიიტანენ და ამ საქციელს ამით აანაზღაურებენ“.

- წერს Sportbible-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია
„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია