თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ვირტუსი თასის ფინალში დამარცხდა

იტალიის თასის ფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ბრეშას“ შეხვდა და უშანსოდ, 84:76 დამარცხდა.

ბოლონიელები მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და სხვაობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს. სერჟიო სკარიოლოს გუნდმა მეოთხე მეოთხედში მინიმუმამდე შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა დასკვნით ორ წუთში ბრეშა კვლავ წინ გაიქცა და საბოლოოდ, ჩემპიონობაც იზეიმა.

რას შეეხება შენგელიას, ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 12 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ასევე, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქეზე 5-ჯერ დაჯარიმდა.

„ვირტუსიდან“ საუკეთესო კალათბურთელი 24 ქულით მარკო ბელინელი გახდა, მატჩის MVP-ს წოდება კი „ბრეშას“ ლიდერს, ამედეო დელა ვალეს ერგო, რომელმაც ბოლონიელებს 26 ქულა ჩაუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები