დუდა სანაძე
Aa
Aa

სანაძის მაგარი თამაში - დუდამ 30 ქულა ჩააგდო

კვიპროსის ჩემპიონატის მეოცე ტურში, დუდა სანაძის „ანორთოსისი“ „ახილეასს“ დაუპირისპირდა და სტუმრად გამართული შეხვედრა 23 ქულით მოიგო - 103:80. ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

დუდამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 35 წუთი და 52 წამი გაატარა. სანაძე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 30 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. სანაძემ 12-დან 6 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მის პასივში კი 1 დაკარგვა და 2 ჯარიმა იყო.

გეტყვით იმასაც, რომ დუდას გარდა, „ანორთოსისის“ რიგებში 20-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს. პოლი პოლიკაპის ანგარიშზე 18 ქულა და 13 მოხსნა იყო, ლივაი ბრედლი ჯუნიორმა 14 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯეიმს ჰერმან ფრიმენმა თავი 15 ქულას მოუყარა.

ამრიგად, „ანორთოსისმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და კვიპროსის ჩემპიონატში მე-6 გახლავთ. სანაძის გუნდს 8 მოგება და 9 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრა 4 მარტს, „ეთა ენგომის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „მომდევნო ჩხუბი მსუბუქ წონით დივიზიონში, ტოპ 15-ის წევრთან მექნება“
თოფურია: „მომდევნო ჩხუბი მსუბუქ წონით დივიზიონში, ტოპ 15-ის წევრთან მექნება“