ბექა ღვინიაშვილი
Aa
Aa

თელ-ავივის გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი ფინალშია

თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, 90კგ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ფინალში გააღწია.

ბექამ ნახევარფინალურ სტადიაზე აზერბაიჯანელ მამადალ მეჰდიევს ორი ვაზარით მოუგო და ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს.

ფინალში ღვინიაშვილის მეტოქე უნგრელი კრისტიან ტოტე იქნება.

დღეს, ტურნირზე ასევე ასპარეზობდა ვარლამ ლიპარტელიანიც, თუმცა 1/8-ფინალურ სტადიაზე ბრაზილიელ გონსალვეშთან იპონით დამარცხდა.

თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ანგარიშზე ამ მომენტისთვის 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია. 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციას პირველი ოქრო მოუტანა. რაც შეეხება ბრინჯაოს, ამავე წონაში მედალი ლაშა ნადირაძემ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი სტარტს 19:00 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოჰას ტურნირი: ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა
დოჰას ტურნირი: ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა