ჯეფ მონსონი
Aa
Aa

MMA-ის ამერიკელმა მებრძოლმა რუსული არმიის მხარდასაჭერი ტატუ გაიკეთა

MMA-ს ვეტერანმა მებრძოლმა, ამერიკელმა ჯეფ მონსონმა კისერზე რუსეთის ჯარის მხარდასაჭერი ტატუ (Z) გაიკეთა. როგორც მოგეხსენებათ, ხსენებულ ნიშანს რუსულ ტანკებზე ვხვდებით და ასევე მას, რუსების მხარდამჭერები ამუნიციაზე აქტიურად იყენებენ.

მონსონმა, რომელსაც ყველა როგორც MMA-ს ამერიკელ მებრძოლს ისე იცნობდა, ამჟამად აშშ-ის მოქალაქეობასთან ერთად რუსული, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ლუგანსკის ეგრეთწოდებულ მოქალაქეობებსაც ფლობს.

„არც ისე კეთილი ჟესტია (იღიმის). მას შემდეგ რაც ეს გავაკეთე, უმეტესწილად არასწორად გამიგეს.

ზოგადად, ცოდნა ყველაფრის გასაღებია, ის ნამდვილად ძალაა. ფულსაც ჯობია – ამით ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. თუმცა, მხოლოდ ინფორმაციის ფლობა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ფაქტების ინტერპრეტაცია, დასკვნების გამოტანა და ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი. ასეთი ცოდნის მიღებით შეიძლება ბედნიერებას და თავისუფლებას მიაღწიო.

სამწუხაროდ, ბევრმა ამერიკელმა რუსეთის, უკრაინის და სხვა საკითხების შესახებ სიმართლე არ იცის“,

- განაცხადა მონსონმა.

აქვე გეტყვით, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა 2018 წელს მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხვა სიტყვა საჭირო არაა“ - მოვსარ ევლოევმა თოფურია გამოიწვია
„სხვა სიტყვა საჭირო არაა“ - მოვსარ ევლოევმა თოფურია გამოიწვია