ტენ ჰაგი: ჩვენც და ბარსასაც, ამ მატჩის ფინალში გამართვა გვერჩივნა
ერიკ ტენ ჰაგმა ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა და მოახლოებულ დაპირისპირებას ფინალის ტოლფასი უწოდა.
„ვფიქრობ, ჩვენც და ბარსელონასაც ამ მატჩის ფინალში თამაში გვერჩივნა. ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველით. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, შესანიშნავი შეხვედრა გველის. ორივე გუნდის მოთამაშეები შესანიშნავ ფორმაში არიან. ეს მატჩი უმაღლეს დონეზე ჩატარდება.
მე ჩავით აღფრთოვანებული ვიყავი, როგორც ფეხბურთელით. ბარსელონა მასთან ერთად მშვენივრად თამაშობდა, ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თქვენ ახლა ხედავთ ფილოსოფიას, რომელიც მას ბარსელონაში შეაქვს. მისი გუნდის შემტევი სტილი ძალიან მომწონს.
ვფიქრობ, ჩავის ბარსა სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ მათთან კარგი მატჩი გველის.
ბოლო წლებში ჩვენ ორივე გუნდს კრიზისი გვქონდა, მაგრამ ახლა უმაღლეს საფეხურს ვუბრუნდებით“.
- განაცხადა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „მანჩესტერის“ მატჩი ხუთშაბათს 21:45 საათზე დაიწყება.