ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს

ავტორიტეტულმა The Athletic-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი გუნდებიდან ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა თამაშის ხილვას ბრიტანული გამოცემის ექსპერტები ყველაზე მეტად ელოდებიან. ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა და იგი ოლივერ კეიმ გამოარჩია.

„მაპატიეთ თუ მისი სახელი და გვარი არასწორად დავწერე. ბოლო 15 წუთი, Youtube-ზე მისი ვიდეოების ყურებაში გავატარე და თავბრუ დამეხვა. 22 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონს ატარებს და ჯგუფურ ეტაპზე შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა: 5 თამაში, 2 გოლი, 3 ასისტი. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის ფრენას სრულად ეს სტატისტიკაც ვერ ასახავს. იგი მცველებს შორის მომაჯადოებლად და გამაოგნებლად გადაადგილდება და მიმართულების უეცრად შეცვლის მხრივ, გამანადგურებელია.

ფინტები, ხრიკები, მოძრაობები... ხვიჩა მომაჯადოებელი, საოცარი და ხშირ შემთხვევაში, გამანადგურებელია. დიდი და მდიდარი კლუბებიდან ინტერესი გარანტირებულია, მაგრამ ლუჩანო სპალეტის ბრწყინვალე ნაპოლი მისთვის იდეალური გუნდი ჩანს. აინტრახტმა გაფრთხილება მიიღო, შეაჩერებენ თუ არა ხვიჩას ეს სხვა თემაა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, ხვიჩას გარდა, The Athletic-ის ექსპერტებმა დომინიკ შობოშლაი, რანდალ კოლო მუანი, ლიონელ მესი, ჟოაუ ფელიქსი, ედუარდო კამავინგა, გონსალუ რამუში, ვარენ ზაირ-ემერი და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხვა სიტყვა საჭირო არაა“ - მოვსარ ევლოევმა თოფურია გამოიწვია
„სხვა სიტყვა საჭირო არაა“ - მოვსარ ევლოევმა თოფურია გამოიწვია