ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირის 1/8 ფინალშია
საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ცინცინატის მასტერსის 1/8 ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა მსოფლიოს 240-ე ჩოგან კრისტიან ჰარისონს 2 სეტში - 6:3 6:3 მოუგო.
ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
ტურნირის შემდეგ წრეში, ბასილაშვილის მეტოქე, ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იქნება, რომელიც ამ ტურნირზე "უაილდ ქარდით" მიიწვიეს.