გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში, ქართველების „სლოვანი“ სტუმრად უშუალო კონკურენტს, „დუნეისკა სტრედას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სახიფათო მომენტების მრავლად იყო, განსაკუთრებით ბრატისლაველთა მხარეს, თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ამასთან, მასპინძლები 40-ე წუთიდან 10 კაცით დარჩნენ და ამის მიუხედავად, ბრატისლაველებმა გამარჯვების გოლის გატანა ვერ შეძლეს. უფრო მეტიც! „სლოვანი“ თავიდან მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა და რომ არა გიორგი ჩაკვეტაძის პროდუქტიული თამაში, შესაძლოა ქართველების გუნდი ბრატისლავაში საერთოდ ქულის გარეშე წასულიყო.

დღევანდელ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა სამივე ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ. ანგარიში კი მე-7 წუთზე მასპინძელთა მცველმა, სეზარ ბლაქმანმა გახსნა. 40-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მეტოქესთან უხეშობის გამო მოედნიდან რისვანისი გააძევა და ბრატისლაველები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ.

ამ უპირატესობამ თავი მეორე ტაიმში იჩინა და ვლადიმირ ვაისის ფეხბურთელებმა მეტოქეს მთელი ტაიმის განმავლობაში ფაქტობრივად შტურმი მოუწყეს, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 68-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე გადაცემას საჯარიმოში კუჩკა გამოეხმაურა. სლოვაკ ფეხბურთელს „დუნეისკა სტრედას“ მეკარემ პირველი დარტყმა აუღო, თუმცა დამატებაზე კვლავ კუჩკამ ითამაშა და წონასწორობაც აღადგინა. სამწუხაროდ, ჩაკვეს საგოლე გადაცემა არ ჩაეწერა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა „სლოვანის“ გოლში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.


დარჩენილ დროში „სლოვანს“ გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გაიტანეს კიდეც, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გოლი ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ ამ ეპიზოდშიც გიორგი ჩაკვეტაძე ფიგურირებდა.

საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს, სატუნრირო ცხრილში კი ლიდერად კვლავ ვლადიმირ ვაისის გუნდი დარჩა. 19 ტურის შემდეგ სლოვანს 42 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზე კი 39 ქულით კვლავ „დუნეისკა სტრედა“ რჩება.

ბრატისლავას „სლოვანი“ მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ბიშტიჩას „ბანშკას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო, ოსიმენი, დი ლორენცო - როგორ ულოცავენ კვარას დაბადების დღეს
ზურიკო, ოსიმენი, დი ლორენცო - როგორ ულოცავენ კვარას დაბადების დღეს