ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო არაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მატჩზე

სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი კრემონულმა გუნდმა იტალიის თასიდან გამოთიშა. „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, „კრემონეზესთან“ შეხვედრა პრინციპულია და გუნდს ქომაგთა მხარდაჭერა სჭირდება.

„ფიქრი ჩემპიონთა ლიგაზე? ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ ხვალინდელ მატჩზე ვიფიქროთ და დრო სხვა რაღაცებზე ფიქრში არ დავხარჯოთ. ჯერ კიდევ არ გვავიწყდება, რომ თასიდან „კრემონეზემ“ გამოგვთიშა.

ვიცით, რამდენად ძლიერია ჩვენი ხვალინდელი ოპონენტი. თუ კალენდარს შევხედავთ, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „კრემონეზესთან“ პირველი მატჩი დიდი ანგარიშით მოვიგეთ (1:4), მაგრამ ეს არ იყო ადვილი თამაში. KO-სთვის (კვარაცხელია-ოსიმენი) ეს შეხვედრა რთული იყო. „კრემონეზეს“ ფეხბურთელებმა იციან, როგორ დაიცვან თავი, როგორ მოახერხონ გადატვირთვა. მეტოქემ თასიდან გამოგვთიშა, ჩვენთვის ეს შეხვედრა პრინციპულია, ქომაგთა მხარდაჭერა გვჭირდება“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ - „კრემონეზეს“ მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სასტარტოში ითამაშებს. რაც შეეხება „კრემონეზეს“ ქართველ მცველს, ლუკა ლოჩოშვილმა კუნთის ტრავმა მოიშუშა, თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს, ჯერ სასურველ კონდიციაში არაა.

„ნაპოლი“ „კრემონეზესთან“ მატჩის შემდეგ სერია ა-ს 23-ე ტურში „სასუოლოს“ ესტუმრება (17 თებერვალი), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ სტუმრად შეხვდება (22 თებერვალი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“