ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, რობერტ ლევანდოვსკი, მარკუს რაშფორდი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Sportskeeda-მ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ამ წუთისთვის, ევროპაში საუკეთესოები არიან. Sportskeeda-მ ტოპ 5 შემოგვთავაზა და მე-5 ადგილზე „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება.

„ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სეზონის დაწყებამდე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი იყო, სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდა. ნაპოლის გულშემატკივრები მას აღმერთებენ და დახვეწილი უნარებისა და გუნდისთვის გაწეული დახმარების გამო, მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს.

მარტივად შეგვიძლია, რომ კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის მთავარი გარღვევა ვუწოდოთ. მისი კრეატიულობისა და პროდუქტიულობის წყალობით, ნაპოლი იტალიაში საუკეთესო გუნდი გახდა და კონკურენტებს ბევრით უსწრებს. 21 წლის ფეხბურთელს საოცარი სეზონი აქვს და დაამტკიცა, რომ ვიქტორ ოსიმენისთვის იდეალური პარტნიორია. კვარაცხელიამ 22 შეხვედრაში 10 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა“, - წერს Sprotskeeda.

გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩას გარდა, ცნობილმა გამოცემამ მარკუს რაშფორდი (მე-4 ადგილი), რობერტ ლევანდოვსკი (მე-3 ადგილი), ერლინგ ჰოლანდი (მე-2 ადგილი) და კილიან მბაპე (1-ელი ადგილი) გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, გოგა“ - ინდიანა პეისერსი ბითაძეს დაემშვიდობა
„მადლობა, გოგა“ - ინდიანა პეისერსი ბითაძეს დაემშვიდობა