ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: კვარა დამანგრეველია, ნაპოლი კი ევროპაში საუკეთესოდ თამაშობს

ანტონიო კასანომ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ევროპაში ნაპოლი ყველაზე ლამაზი გუნდია. სპალეტიმ ჩამოაყალიბა შთამბეჭდავი ხარისხის, სილამაზის, ესთეტიკისა და სიმწიფის მქონე გუნდი, სადაც ყველაფერი იდეალურად მუშაობს. სექტემბრიდან დღემდე, ჩვენ ევროპის ულამაზესი გუნდი ვნახეთ. სეზონის დასაწყისში ბევრი კითხვის ნიშანი იყო, მაგრამ კვარაცხელია მოედანზე დამანგრეველია.

ოსიმენმა ძალიან მოუმატა, შემდეგ არის კიმი, ის ნამდვილად მარსიდან არის. სპალეტი უნიკალურ საქმეს აკეთებს თავისი ტექნიკური და ადამიანური ღირებულებით, ის თამაშობს ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ევროპაში, კარგი ფეხბურთელებით. სპალეტიმ 21 თამაშში 56 ქულის მოპოვება შეძლო, ეს სტრატოსფერული შედეგია“.

- ციტირებს კასანოს სიტყვებს calcionapoli1926-ი.

კვარას მაგარი სტატისტიკა სეზონის სტარტზე

მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ლიგაში სულ 3 მოთამაშეა, რომლებსაც წარმატებული დრიბლინგის შემდეგ, კარში 8 ზუსტი დარტყმა აქვთ: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), კრისტოფ ბაუმგარტნერს (ჰოფენჰაიმი), დოდი ლუკებაკიო (ჰერტა).

„კვარა“ ასევე გოლს + საგოლე პასის სისტემით ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოთა შორისაა. მის გარდა მხოლოდ 4 ფეხბურთელია, რომლებმაც გოლებსა და საგოლე პასებში 10+ დააფიქსირეს - ლეო მესი, ნეიმარი, სერჟ გნაბრი და კოლო მუანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები