ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

კვეკვესკირი: „ფეხბურთი პატარა ფინალებთან ასოცირდება“

UEFA-ს კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში „ბოდო გლიმტი“ პოზნანის „ლეხს“ შეხვდება. პირველი მატჩი 16 თებერვალს, ნორვეგიაში გაიმართება. ამ მატჩთან დაკავშირებით „ლეხის“ ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი პოლონურ მედიას ესაუბრა. მის კომენტარს Meczyki ავრცელებს.

ნიკა კვეკვესკირი: „ფეხბურთი ძალიან ხშირად პატარა ფინალებთან ასოცირდება. მახსოვს, გასულ სეზონში პოზნანის „ვარტასთან“ მატჩი, რომლის შემდეგაც მალევე პოლონეთის ჩემპიონები გავხდით. ასეთი შეხვედრების წინ თავს კარგად ვგრძნობთ.

„ვილიარეალთან“ მატჩამდეც ვთქვით, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ახლა კი ამ თამაშის მნიშვნელობას ვიაზრებთ. როცა ამბიციურ კლუბში თამაშობ, მაღალი სტანდარტები უნდა დააწესო.

ამ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა, ამ ტურნირში მონაწილეობა დიდი პატივი და სიამოვნებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ ბედნიერების მიზეზები გვქონდეს“.

აღნიშნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი პოზნანის „ლეხის“ სტადიონზე 24 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, პოზნანურ კლუბში ნიკა კვეკვესკირთან ერთად გიორგი წიტაიშვილი ასპარეზობს, რომელიც კიევის „დინამოს“ საკუთრებაა და 2022 წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარით პოლონეთის მოქმედ ჩემპიონში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მომავალ ვარსკვლავებს შორის - როგორია ხვიჩას სპეციალური ქარდი FIFA 23-ში
მომავალ ვარსკვლავებს შორის - როგორია ხვიჩას სპეციალური ქარდი FIFA 23-ში