ვიქტორ ოსიმენი, გონსალო რამოში
Aa
Aa

იუნაიტედი კეინზე უარს ამბობს - აქცენტი ახალგაზრდა ფორვარდებზე

ახალი სეზონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი ფორვარდის შეძენას გეგმავს და საამისოდ რამდენიმე სამიზნეც ჰყავს შერჩეული.

Sky Sports-ის ცნობით, „იუნაიტედს“ მიაჩნია, რომ ჰარი კეინი გატანილი გოლების დიდი რაოდენობის გარანტიაა. 29 წლის თავდამსხმელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ „სფურსი“ გადაწყვეტენ, რომ მათ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს გაყიდიან, ისინი ამას საზღვარგარეთ გააკეთებენ და პრემიერ ლიგაში კონკურენტ გუნდს არ გააძლიერებენ.

აქედან გამომდინარე „მანკუნიანელები“ არ აპირებენ, რომ „ტოტენჰემთან“ დამღლელ მოლაპარაკებებში შევიდნენ და ტყუილად დრო დაკარგონ. კლუბში თვლიან, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს და უახლოეს 5 წელში ახალი გუნდის მშენებლობის პროცესი უნდა წარიმართოს.

წყაროს თანახმად, „იუნაიტედი“ გარდა კეინისა აქტიურად აკვირდება ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი, 24 წლის), გონსალო რამოშს (ბენფიკა, 21 წლის), მოჰამედ კუდუსს (აიაქსი, 22 წლის) და ბენჯამინ შეშკოს (ზალცბურგი, 19 წლის).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“
ბეტო: „ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“